უძრავი ქონების დაზღვევა საქართველოში ბოლო პერიოდში თანდათან მოთხოვნადი ხდება.
თუმცა, ქვეყანაში არსებული კომერციული ფართების, ბინებისა თუ აგარაკების უმრავლესობა ამ დრომდე დაზღვეული არ არის. როგორც სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი ამბობს, უძრავი ქონების დაზღვევა, ყველა შესაძლო რისკის ეფექტურად მართვის გზაა. გიორგი გიგოლაშვილი სერვისის შეღავათიან ფასებზეც საუბრობს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ საქართველოში დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ დაბალია.
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი", საქართველოში უძრავი ქონების დაზღვევის დაბალ კულტურას, მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობას უკავშირებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, კომპანიის მიერ შეთავაზებული პოლისის ღირებულება სახლის რემონტზე, ავეჯსა და საოჯახო ტექნიკაზე, თვეში 10-დან 30 ლარია და დამოკიდებულია დასაზღვევი ბინის ფართობზე.
იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე