როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე დიდი სახანძრო თვითმფრინავი

გინესის რეკორდების წიგნში, ИЛ-76ТД-ს, როგორც ყველაზე დიდი სახანძრო თვითმფრინავის პირველობას ბოლო მოეღო.

რამდენიმე წლის წინ, ისრაელში მომხდარი ხანძრების დროს, მსოფლიომ ბოინგ-747-200-ის ბაზაზე აწყობილი სუპერთვითმფრინავი Evergreen 747 Super Tanker იხილა.

თვითმფრინავი კერძო კომპანია Evergreen-ს ეკუთვნის და ბორტზე 75 700 ლიტრი წყლის გადატანა შეუძლია, რაც ИЛ-76ТД-ის შესაძლებლობებს თითქმის ორჯერ აღემატება.

Evergreen 747 Super Tanker-ი სითხის ჩამოგდების ინტენსივობის მართვის სისტემითაა აღჭურვილი, რაც მის ეფექტურობას ზრდის. ამასთან, თვითმფრინავს ღამით მუშაობაც შეუძლია.

წყარო: ALLNEWS