ლიტვა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელიც ამერიკული ბუნებრივი აირის იმპორტს მოახდენს

ლიტვა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გახდა, რომელმაც ამერიკული ბუნებრივი აირის იმპორტირება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს.

„გათხევადებული გაზის ტვირთი Clean Ocean-ის ტანკერზე ძალიან სიმბოლურია, ვინაიდან ლიტვა ვაშინგტონთან ურთიერთობების განმტკიცებას ცდილობს მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა“, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ლიტვა უკვე ახდენს გათხევადებული გაზის იმპორტს ნორვეგიიდან 2014 წლიდან. თუმცა, ლიტვას სურს მოსკოვს აჩვენოს, რომ მას სხვადასხვა ვარიანტები გააჩნია, მათ შორის ამერიკიდან.

„ამერიკული გათხევადებული გაზის იმპორტი ისტორიული და სიმბოლურია, ვინაიდან რუსეთი ლიტვას როგორც თავის უკანა ეზოდ და ტრადიციისამებრ, გაზპრომის მონოპოლიის ერთ-ერთი ბაზრად განიხილავს“, - განაცხადა აგნია გრიგასმა, ატლანტიკის საბჭოს თანამშრომელმა.