ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას გერმანია, საბერძნეთი და რუმინეთიც სთავაზობს

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს.

როგორც საგანგებო შტაბში განაცხადეს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელორუსის გარდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის დასახმარებლად მზადყოფნას გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთიც აცხადებს.

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.