რამდენს გამოიმუშავებენ ჰოლივუდის მსახიობები - "ფორბსის" ახალი რეიტინგი

ჟურნალმა „ფორბსმა“ ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსახიობების წლიურ ანაზღაურებას მოიცავს.

„ფორბსის“ მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტოპ-10 კაცი მსახიობის შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 488,5 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება ტოპ-10 ყველაზე შემოსავლიანი ქალი მსახიობების ანაზრაურებას - 172,5 მილიონი დოლარი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაცებს შორის ყველაზე მეტი შემოსავლი ფილმ „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავმა მარკ უოლბერგმა მიიღო - 68 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო ქალებს შორის ლიდერი „ლა ლა ლენდის“ ვარსკვლავი ემა სთოუნი გახდა - 26 მილიონი დოლარით.

აღსანიშნავია, რომ კაცების რეიტინგში ვოლბერგის მომდევნო 13-მა კაცმა მსახიობმა ემა სთოუნზე მეტი შემოსავალი მიიღო. ანაზღაურების გენდერული უთანასწორობის შესახებ ჰოლივუდში არაერთი მსახიობი საუბრობს. ამ პრობლემაზე ღიად გამოხატეს საკუთარი უარყოიფითი დამოკიდებულება ნატალი პორტმანმა, ჯენიფერ ლოურენსმა და სხვებმა.

გთავაზობთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების რეიტინგებს.

კაცები

1. მარკ უოლბერგი - $68მილიონი

2. დუეინ ჯონსონი - $65მილიონი

3. ვინ დიზელი - $54.5მილიონი

4. ადამ სენდლერი - $50.5მილიონი

5. ჯეკი ჩანი - $49მილიონი

6. რობერტ დაუნი უმცროსი - $48მილიონი

7. ტომ კრუზი - $43მილიონი

8. შაკ რუკ ხანი - $38მილიონი

9. სალმან ხანი - $37მილიონი

10. აკშაი კუმარი - $35.5მილიონი

ქალები

1. ემა სთოუნი - $26მილიონი

2. ჯენიფერ ენისტონი - $25.5მილიონი

3. ჯენიფერ ლოურენსი - $24მილიონი

4. მელისა მაკ’კარტი - $18მილიონი

5. მილა კუნისი - $15.5მილიონი

6=. ემა უოტსონი - $14მილიონი

6=. შარლიზ ტერონი - $14მილიონი

8=. ქეით ბლანშეტი - $12მილიონი

8=. ჯულია რობერტსი - $12მილიონი

10. ემი ადამსი - $10.5მილიონი

კოკა კვირკველია