მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბრის ბოლოდან გაიხსნება.
როგორც ფონდში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს სატესტო სამუშაოები.
„თუ ტესტირებაზე რაიმე ხარვეზი გამოჩნდა, იმ შემთხვევაში გახსნის თარიღი გადაიდება. მაგრამ ამ ეტაპზე ხერვეზი გამოვლენილი არ არის და ყველაფერი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს“, - აცხადებენ ფონდში.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ სატესტო სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყო. ამ დრომდე ტესტირებას გადის მეტროსადგურში არსებული ლიანდაგები, ესკალოატორები, განათება და მაღალი გამავლობის ძაბვები.
მეტროსადგური „უნივესრსიტეტის“ მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 2015 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულება 83 000 670 ლარია. „უნივერსიტეტი“ რიგით 23-ე მეტროსადგური იქნება თბილისში.
როგორ გამოიყურება ამ ეტაპზე მეტროსადგური "უნივერსიტეტი" ? (+ფოტო)
რამდენიმე მეტროსადგურის დაკონსერვებული ამოსასვლელი ისევ ამოქმედდება