ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3946 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.3913 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 შეიცვალა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8216 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8107 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0109 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.