ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამო კომპანია "სოკარმა" საწვავი გამოყო. კერძოდ, სტიქიასთან საბრძოლველად კომპანიის მხრიდან 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელია გამოყოფილი.
ამასთან, "სოკარი" ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას და ხეებს 2 ჰექტარზე დარგავს.
"სამწუხაროდ სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა. მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. აუცილებელია, ერთმანეთს მაგალითი მივცეთ და გავერთიანდეთ, როგორც დღეს ჩვენს ხელთ არსებული დახმარების საშუალებით, ასევე, მომავალში ტყის აღდგენაში ჩვენი წვლილის შეტანით. კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა სტიქიასთან საბრძოლველად 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ასევე მივიღებთ მონაწილეობას ტყის აღდგენაში და დავრგავთ ხეებს 2 ჰექტარზე,"-ნათქვამია კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.