2017 წლის კრიზისი ხანძარია. მხოლოდ ამ ზაფხულს ქვეყანაში ათზე მეტი ხანძარი გაჩნდა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ინფორმაციით, პარალელურად უკვე სამი წელია ქვეყანაში გვაქვს საბჭო, რომელიც შექმნილია მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად. მთავრობამ და საბჭომ კი ცეცხლმოკიდებული ბორჯომის ხეობის საშველად ნაბიჯები ერთი დღის დაგვიანებით გადადგეს და სიტუაცია რეალურად ვერ შეაფასეს. ჩათვალეს, რომ ხანძარი ჩააქრეს, თუმცა ქარიანმა ამინდმა ცეცხლის ახალ-ახალი კერები წარმოშვა და ასე შემოგვეწვა ხელში 15 ჰექტრამდე ტყე.
როგორც გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ვებგვერდი ifact.ge წერს, კრიზისების მართვის საბჭოში, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, 72 თანამშრომელია. 2014 წლიდან მოყოლებული საბჭოს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 14.8 მილიონი ლარი დაიხარჯა. საბჭოს 10 მაღალჩინოსანი ყოველთვიურად ჯამში ხელფასის სახით 23,900 ლარს იღებს.
ამის ფონზე კი მეხანძრეები, რომლებიც ცეცხლს ებრძვიან, თვეში საშუალოდ 800 ლარს იღებენ თბილისში, რეგიონებში კი მეხანძრის საშუალო ხელფასი 500 ლარია.
წყარო: ifact.ge