დავით ნარმანია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობას შეაჯამებს

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით ნარმანია მისი მინისტრობის პერიოდში ჩატარებულ საქმიანობას შეაჯამებს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, მინისტრი ისაუბრებს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე როგორც ინფრასტრუქტურის, ისე რეგიონული განვითარების კუთხით.

მინისტრი პრესკონფერენციას სამინისტროს პროექტის - "მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში მართავს. დღესვე, დავით ნარმანია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.