ლისის ტბაზე მდებარე სტუდენტური საცხოვრებელი ოქტომბერში გაიხსნება

ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320-ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი სტუდენტების მიღებას ოქტომბრის თვეში დაიწყებს.

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე ავრცელებს.

ახალ საცხოვრებელში რეგისტრაციისთვის სტუდენტების განცხადებებისმიღება სექტემბერში დაიწყება. ასევე სექტემბერში გამოქვეყნდება კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც სტუდენტების განცხადებების დაკმაყოფილება მოხდება.

საცხოვრებლის ტერიტორიაზე სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, 3 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა კომპიუტერების ოთახი და კვების ბლოკია განთავსებული. ამასთანავე საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.