ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავი გაძვირდა

ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე ბოლო დღეების განმავლობაში საწვავის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ფასები 2-დან 5 თეთრამდეა მომატებული.

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დღეს საწვავის ფასმა 5 თეთრით მოიმატა. „ევრო სუპერი“ – 2.24 ლარი ღირს, მაშინ როცა 23 აგვისტოს მდგომარეობით მისი ფასი 2.19 ლარი იყო; „პრემიუმ ავანგარდის“ ფასი - 2.09 ლარიდან და 2.14 ლარამდეა გაზრდილი; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 1.89 ლარი  ღირდა, დღეს კი მისი ფასი - 1.94 ლარია; უცვლელია „ევრო დიზელის“ ღირებულება - 1.89 ლარი.

ფასები 2-3 თეთრით არის მომატებული ზოგიერთი ტიპის საწვავზე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც. კერძოდ, 16 აგვისტოს მერე „G-Force პრემიუმის“ ღირებულება 2.17-დან 2.19 ლარამდეა გაზრდილი; „G-Force ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი უცვლელია და 2.09 ლარი ღირს; „ევრო რეგულარი“ 3 თეთრით გაძვირდა და 2.02 ლარი ღირს; არ შეცვლილა „G-Force ევრო დიზელისა“ და „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი და შესაბამისად, 1.99 ლარი და 1.89 ლარი ღირს.

საწვავი გაძვირებულია „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ეკო-სუპერი“ 2.35 ლარი ღირს; „ეკო-პრემიუმის“ ფასი – 2.23 ლარია; „ეკო -დიზელის“ ტიპის საწვავი - 2.04 ლარი ღირს; „ევრო-რეგულარის“ ღირებულება -2.04 ლარია; „ევრო-დიზელი“ -2.00 ლარი ღირს; „დიზელ-ენერჯის“ ფასი კი - 1.90 ლარია.

„სოკარის“ სადგურებზე დღეის მდგომარეობით „რეგულარი“ – 2.11 ლარი ღირს; „ევრო-რეგულარის“ ფასი - 1.96 ლარია; „სუპერის“ ტიპის საწვავი - 2.29 ლარი; „პრემიუმი“- 2.16 ლარი ღირს; ევრო-დიზელის ფასი -2.00 ლარია; დიზელის (50ppm და მეტი) კი - 1.87 ლარია.