ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება.
სამუშაოებში ქართულ შვეულმფრენებთან ერთად მეზობელი ქვეყნების შვეულმფრენებიც მონაწილეობენ. ჩვენ დავინტერესდით სტატისტიკით, თუ როგორია საქართველოში ბოლო წლებში დამწვარი ტყეების რაოდენობა.
როგორც ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, მათ მმართველობაშია მილიონ რვაასი ათასი ჰექტარია, რომელიც არ მოიცავს დაცულ ტერიტორიებს, აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ტყეებს და ა.შ.
მათივე ცნობით, საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში, თუმცა სააგენტოს ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჩვენს მმართველობაში შედის ბორჯომის ხეობა, გარდა ბორჯომ-ხარაგაულის პარკისა. თუმცა წერენ, რომ ხანძარი ეროვნულ პარკშია, მინდა გითხრათ, რომ 2008 წელსაც და ახლაც ხანძარი არის ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და არა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში", - გვითხრეს სააგენტოში.
გთავაზობთ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებულ ბოლო ათი წლის სტატისტიკას:
2007 წელს დაფიქსირდა ტყისა და ველის ხანძრების 6 შემთხვევა, ხანძრით მოცულმა ფართობმა შეადგინა 3,9 ჰექტარი.
2008 წელს 32 შემთხვევა - დაიწვა 1277,5 ჰა
2009 წელს 7 შემთხვევა - დაიწვა 717,4 ჰა
2010 წელს 21 შემთხვევა - დაიწვა 371,1 ჰა
2011 წელს 4 შემთხვევა - დაიწვა 7 ჰა
2012 წელს 11 შემთხვევა - დაიწვა 198, 95 ჰა
2013 წელს 35 შემთხვევა - დაიწვა 87,62 ჰა
2014 წელს 69 შემთხვევა - დაიწვა 705,14 ჰა
2015 წელს 62 შემთხვევა - დაიწვა 169,4 ჰა
2016 წელს 43 შემთხვევა - დაიწვა 212 ჰა
2017 წლის ივლისის მდგომარეობით დაფიქსირდა 10 შემთხვევა, ხოლო ხანძრით მოცულმა ფართობმა შეადგინა 19,00 ჰექტარი.
თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE