”როსტურიზმის” ხელმძღვანელმა ოლეგ საფონოვმა რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული "რისკებისა და საფრთხეების შესახებ" აფრთხილებს.
”საქართველოში ტურისტული ნაკადი გაიზარდა. მაგრამ ამ ქვეყანაში ჩასვლისას ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე კანონი, რომლებიც პოტენციურად რუს ტურისტებს უქმნის საფრთხეს”, - განუცხადა საფონოვმა ჟურნალისტებს.
როგორც РИА Новости წერს, მანამდე ასტრახანის ოლქის სათათბიროს თავმჯდომარე იგორ მარტინოვმა განაცხადა, რომ საავტომობილო საზღვრის კვეთისას ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე მას და მის ოჯახს ყოველგვარი განმარტების გარეშე უთხრეს უარი. მარტინოვის პრეს-მდივნის თქმით, ეს აკრძალვა შესაძლოა უკავშირდებოდეს მარტინოვის საქმიანობას, რომელიც წარსულში ფედერაციის საბჭოს სენატორის პოსტს იკავებდა და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზე მუშაობდა.