დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია.ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო შტაბის მიერ ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.
„ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
დუშეთში ხანძრის ქრობის პროცესში კერძო კომპანიის ვერტმფრენი იყო ჩართული.