ბაკურიანს ცეცხლის მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება.ამის შესახებ ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თაზო გამცემლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბაკურიანთან ერთად საფრთხე არ ემუქრება ასევე წაღვერსაც.
”ამჟამად ბაკურიანს ცეცხლის მხრივ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხდებთ. რამდენიმე დღის წინ შედარებით მაღალი დაკვამლიანება იყო, რის გამოც დაწესებული იყო გარკვეული შეზღუდვები რეკომენდაციის სახით. ახლა ეს შეზღუდვები მოხსნილია. საბაგიროები მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. პანიკის საფუძველი ბაკურიანის მიმართულებით არ არსებობს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტურისტები ტოვებენ ბაკურიანსა და წაღვერს, ეს დეზინფორმაციის დამსახურებაა. მათ საფრთხე არ ემუქრებათ. აუცილებლობა არ დგას ამ ტერიტორიის დატოვების. ამჟამად ბაკურიანის ჰაერი ყველა ნორმას ექვემდებარება”, - განაცხადა თაზო გამცემლიძემ.