ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში 1000-ზე მეტი სამხედრო ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა.

საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.

როგორც ცნობილია, დილიდან ბორჯომის ხეობაში არსებულის სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.

„ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი, პირველი ქვეითი და საინჟინრო ბრიგადების, ათასზე მეტი სამხედრო შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან მათი ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ“, - აცხადებენ საგანგებო შტაბში.