ესტონეთი სახელმწიფო კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს

ონლაინ-მოქალაქეობის პროგრამის ფარგლებში ესტონეთმა შესაძლოა საკუთარი კრიპტოვალუტა აამოქმედოს.

მსოფლიოში პირველ სახელმწიფო ციფრულ ვალუტას estcoin ერქმევა.

როგორც ონლაინ-მოქალაქეობის პროგრამის დირექტორი კასპარ კორიუსი საკუთარ ბლოგში წერს, კრიპტოვალუტაში ინვესტირება ესტონეთს საშუალებას მისცემს თავის მხრივ ინვესტირება მოახდინოს სამოქაალქო სექტორის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში - დაწყებული „ჭკვიანი კონტრაქტებით“ და დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით. შედეგად კი ესტონეთს შეუძლია გახდეს მომავლის „ციფრული საზოგადოების“ მაგალითი.

კორიუსის აზრით, დროთა განმავლობაში ახალი კრიპტოვალუტის გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მომსახურების სფეროში, მათ შორის საზღვარგარეთ, თუ მის პროგრამულ ინტერფეისზე თანხმობას იტყვიან სხვა ქვეყნები.

ამ დროისთვის პროექტი იდეის დონეზეა. იმ შემთხვევაში თუ estcoin მხადაჭერას მოიპოვებს, შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვადასხვა სახის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, რომელშიც ასევე აღწერილი იქნება კრიპტოვალუტის ღირებულება და ის გეგმები თუ როგორ შეუწყობს ხელს მასში ინვესტირება „ციფრული ნაციის“ შექმნას.

ესტონეთი ჯერ კიდევ 2014 წელს გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც აამოქმედა ონლაინ-მოქალაქეობის პროგრამა. ამ პროგრამის მოსარგებლეებს შეუძლიათ ქვეყნაში ყოფნის გარეშე დაარეგისტრირონ კომპანია, აწარმოონ საბანკო ოპერაციები და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს „სმარტ-ბარათის“ მეშვეობით. ამ მომენტისთვის აღნიშნული მომსახურებით მსოფლიოს 138 ქვეყნიდან 22 ათასი ადამინი სარგებლობს.

კოკა კვირკველია