იანვარი-ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში მცირედით არის გაზრდილი.
კერძოდ, ცვლილებამ 43.9 ათასი დოლარი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარი-ივლისში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 261 მილიონ 297.4 ათასი დოლარი იყო. მაშინ როცა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა 261 მილიონი 253.5 ათასი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.