ვაზიანში 15 ჰექტრამდე ფართობს ცეცხლი გაუჩნდა

ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ ხანძარი გაჩნდა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში აცხადებენ, დამწვარია 10-15 ჰექტარი მიწის ფართობი.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი ბალახზეა გავრცელებული.