სოფელ მუხრანში ხანძარი გაჩნდა

მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, მინდორში ხანძარი გაჩნდა.ცეცხლი ბალახს წაეკიდა და 1.5 ჰექტარამდე ტერიტორიაზე გავრცელდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო სამსახურის 1 ბრიგადა მუშაობდა.