”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ” ქვეყნის დასახმარებლად 250 000 ლარს გამოყოფს

კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად 250 000 ლარს გადარიცხავს.

როგორც კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” იუწყება, კომპანიამ სტიქიის ზონაში გუშინ საინჟინრო ბრიგადებიც გააგზავნა.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პროფესიონალური ჯგუფები ადგილზე მობილიზებულ ძალას სხვადასხვა ხელსაწყოებით, ასევე სპეციალური წყლის რეზერვუარებით ეხმარებიან. საინჟინრო ბრიგადები ორ ძირითად ჯგფადაა დაყოფილი და სხავდასხვა ლოკაციაზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებთან ერთად მუშაობენ. ჯგუფები ტყის მასივებში სპეციალური, მაღალი გამავლობის ავტომანქანებით გადაადგილდებიან”, - განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარგების კომპანიის 50 პროფესიონალი ინჟინერი პროცესში მონაწილეობას კომპეტენციებიდან გამომდინარე მიიღებს და ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე აღდგენით სამუშაოებში ჩაერთვებიან.