შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომში განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, რამდენიმე დღის განმავლობაში შტაბი მაინც გააგრძელებს მუშაობას.
„შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას“, - განაცხადა პრემიერმა.