"ქართულ ხალხურ სამედიცინო ცოდნასა და მისი გამოყენების ტრადიციებს" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა გაფრინდაშვილის ბრძანებაშია ნათქვამი. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა,“-ვკითხულობთ ბრძანებაში.