ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეულ ბიზნესზე აკრძალვები დააწესა

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ  ჩრდილოეთ კორეულ კომპანიებს ჩინურ ბიზნესში მონაწილეობა აუკრძალა.

როგორც ჩინური უწყების განცახდებაშია აღნიშნული, აკრძალვა განპირობებულია გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებით, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან რაკეტების გამოყენების გამო დააწესა და რომელიც ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.

განცხადების თანახმად, აკრძალვა ეხება ახალი ბიზნეს საქმიანობის წამოწყებას და უკვე არსებული ჩრიდლო-კორეული ბიზნესის გაფართოებას, ასევე საერთო ჩინურ-ჩრდილო-კორეული ბიზნეს საქმიანობის წამროებას.

გარდა ამისა, ჩინეთი არ განიხილავს არანაირ საინვესტიციო განაცხადს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან. შეგახსნებთ, გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. სანქციები ითვალსიწინებს მთელ რიგ საქონელზე საექსპორტო აკრძალვას, მათ შორის არის სასარგებლო წიაღისეული და ზღვის პროდუქტებიც.

სანქციის თანახმად, გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა არ უნდა გაზარდონ ჩრდილო კორეული მუშახელის რაოდენობა საკუთარ ქვეყნებში და უარი თქვან ნებისმიერი სახის ინვესტიციაზე და საერთო პროექტებზე ჩრდილოეთ კორეასთან.

კოკა კვირკველია