ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად ამ ეტაპზე ბორჯომის ხეობაში აზერბაიჯანული ვერტმფრენიც მუშაობს.
ავიაცია ხანძრის რამდენიმე კერის ლიკვიდაციას ცდილობს. ადგილზე ასევე მუშაობს ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები, სამხედროები.