ჩრდილოეთ კორეამ რუს ტურისტებს კარი გაუღო

რუსეთში პირველი ტურისტული სააგენტო გაიხსნა, რომელიც ტურისტებს ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას შესთავაზებს.

სააგენტო NKOREAN-მა ფხენიანში ლიცენზია ოფიციალურად მიიღო.

„როიტერის“ ინფორმაციით, სააგენტო რუს ტურისტებს სთავაზობს აღმოაჩინონ ჩრდილოეთ კორეის კულტურა და ისიამოვნონ „იმაზე უსაფრთხო საღამოებით, ვიდრე ეს ლონდონშია“.

როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყანაში შესვლამდე ტურისტები სავალდებულო შემოწმებას გაივლიან, ტურისტების თანმხლები იქნება გიდი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს „მათ ადექვატურ ქცევას და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. ამასთან ერთად, რუს ტურისტებს ეკრძალებას სტრატეგიული და სამხედრო შენობებისთვის ფოტოების გადაღება, ასევე „არ არის რეკომენდირებული ადგილობრივებთან ხანგრძლივი გასაუბრება“.

ჩრდილოეთ კორეაში 15-დღიანი ტური რუს ტურისტებს 118 090 რუბლი (დაახლოებით 1 997 დოლარი) დაუჯდებათ.

1 სექტემბრიდან აშშ-ის მოქალაქეებისთვის ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე დაწესებული შეზღუდვები ამოქმეედება.

ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე შეზღუდვა სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი სტუდენტის გარდაცვალების შემდეგ დააწესა. ამერიკელი სტუდენტი ოტტო უორმბირი ჩრდილოეთ კორეაში წაიყვანა. ის დააკავეს და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ივნისში უორმბირი აშშ-ში, მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი დაბრუნდა და ერთ კვირაში გარდაიცვალა.