ბელარუსის მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ ელექტრომობილის ექსპერიმენტული მოდელი წარმოადგინა.
როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორზე სერგეი პოდდუბკოზე დაყრდნობით წერს, ავტომობილის პროექტირება მოხდა ქალაქის პირობების გათვალსიწინებით. ელექტრომობილის ძრავის სიმძლავრე 80 ცხენის ძალას შეადგენს, ხოლო სიჩქარე 110 კმ/სთ-ს აღწევს. ავტომობილის დამუხტვა როგორც სპეციალური დამტენი მოწყობილობის, ასევე სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
„100-კმ-ის განსავითარებლად განკუთვნილი დრო ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის - გვებრალება ავტომობილი, ამიტომ დავაყენეთ ელექტრონული დამცავი. ჩვენ მუმდივად ვზრდით მის შესაძლებლობებს და დროდადრო გაგაცნობთ მის მაჩვენებლებს“, - დასძინა პოდდუბკომ.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილი შექმნილია ჩინური სერიული ავტომობილის GeelySC7-ის ბაზაზე. მისი აწყობა მოხდა ბელარუსში, რაც იძლევა საფუძველს, რომ მოხდეს ავტომობილის სერიულ წარმოებაში ჩაშვება.
კოკა კვირკველია