ავსტრალიელი სენტორები, მათი პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ერთად მოუწოდებენ ქვეყნის სარეზერვო ბანკს ბიტკოინის, როგორც გადახდის ოფიციალური საშუალების აღიარებისკენ.
ლეიბორისტ სენატორ სემ დასტიარის და ლიბერალ სენატორ ჯეინ ჰამის აზრით, თუ ავსტრალიის სარეზერვო ბანკი ახლავე არ დაიწყებს ბიტკოინის გამოყენებას, ის ახლო მომავალში კონკურენტუნარიანობას დაკარგავს.
დასტიარიმ და ჰამმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც "ბლოკჩეინის პარლამენტარი მეგობრები" დაარქვეს. ჯგუფის დანიშნულება ციფრული ვალუტების, პირველ რიგში, ბიტკოინის პროპაგანდა და მისი დამკვიდრების ხელშეწყობაა.
ეს იმ დროს ხდება, ბიტკოინის ფასმა ყველა დროის მწვერვალს - 3 400 დოლარს მიაღწია. ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნა საათობრივად იზრდება და ამის კვალობაზე, ის სულ უფრო იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო საფინანსო სექტორში. ყოველივეს გამო, ავსტრალიელ კანონმდებლებს სურთ, რომ ქვეყანამ ბიტკოინი აღიაროს. უფრო მეტიც, მათ მიზანს, ავსტრალიური ციფრული ვალუტის შემუშავება წარმოადგენს.
ახლახან ავსტრალიის შტატ ვიქტორიას ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ გაერთიანდა „ავსტრალიის ციფრული ვალუტისა და კომერციის ასოციაციაში“ (ADCCA). ამის მიზანი კი ის არის, რომ კომერციაში ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები გამოიკვლიოს. ADCCA-ს თავმჯდომარე რონალდ ტაკერი ამბობს, რომ ციფრული ვალუტის მეშვეობით, ანგარიშსწორების ვადების შემცირება გახდბა შესაძლებელი.
ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა, ფინანსურ სისტემაში ბლოკჩეინის გამოყენების პერსპექტივის შესწავლა აპრილში დაიწყო.