პირველადი ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ხელოვნურ ავზში ჩავარდნის შედეგად, დაახლოებით 1,3 ტონამდე საავიაციო საწვავი ჩაიღვარა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8“ - ს ავარიული დაშვების ადგილზე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი გუშინ მივიდა და საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის უტილიზაცია განახორციელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული რეაგირების შედეგად, დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ავზში არსებული წყალი კი ქბრბ ჯგუფის მიერ სრულად გაიწმინდება.