პარკირების წესების დარღვევის შედეგად თბილისის ბიუჯეტში 5.1 მილიონი ლარი შევიდა

მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პარკირების წესების დარღვევის გამო დაკისრებული ფულადი სანქციის შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტში 0.6 მილიონი ლარით მეტი შევიდა.

კერძოდ, იანვარი-ივლისში თბილისში ავტომობილების პარკირების წესების დარღვევის შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტში 5.1 მილიონი ლარი შევიდა. მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 4.5 მილიონი ლარი იყო.