აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარიბის ზღვაში სენ მარტენზე მდებარე აგარაკს ყიდის.
აღსანიშნავია, რომ ქონების ფასი 28 მილიონი დოლარიდან 16.9 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
businessinsider-ის ცნობით, სახლი დაახლოებით 5 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს და აერთიანებს მთავარ სახლსა და სასტუმრო სახლებს. აგარაკი ჯამში 11 საძინებელი ოთახისაგან შედგება.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ტრამპმა აგარაკი სავარაუდოდ 20 მილიონ დოლარად შეიძინა.