ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ხანძრის ცალკეული კერების დამუშავება, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე აღარ არის საჰაერო ტექნიკის ყოფნის საჭიროება.
„გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, ასევე შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ბორჯომის ხეობაში არ იმყოფება საჰაერო ტექნიკა, რომლის პროცესების ჩართვის საჭიროება, ამ ეტაპზე აღარ არსერბობს. იმედია, უახლოეს დღეებში ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების პროცესი სრულად დასრულდება“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.