ახალციხის რაიონის სოფელ სვირის მიმდებარედ ხანძარი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული.
როგორც ახალციხის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ განაცხადა, ხანძრის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. მისივე ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებითაა.
„მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს სპეციალური სამსახურები. დილიდან ვერტმფრენმაც დაიწყო მუშაობა. ღამის განმავლობაში მოვაწყვეთ მისთვის წყლის ასაღები რეზერვუარი. გავრცელების არეალი დიდი არ არის. დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ მოშორებითაა ხანძარი. ფერდობზე ცოტა მიუვალი ადგილია, თუმცა ცოცხალი ძალა პრაქტიკულად უკვე შესულია ტყეში და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება“, - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.