ახალ სამსახურში წარმატების მიღწევის ათი გზა

როგორ უნდა დაიწყოთ ახალი სამსახური დადებითი განწყობით.

აღივსეთ ენერგიით

თუ ეს შესაძლებელია, ახალი სამსახურის დაწყებამდე ერთკვირიანი შვებულება

აიღეთ, რომელსაც სარელაქსაციოდ, განსატვირთად და გონების გადასახალისებლად გამოიყენებთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ

ახალ სამუშაოს განახლებული ენერგიით შეუდგეთ.

დაემორჩილეთ ახალ წესებს

ნუ გექნებათ იმედი, რომ ახალ სამსახურში ყველაფერი ისე იქნება, როგორც

ძველში იყო. მით უმეტეს, თუ ახალი სამსახური ძველისგან

მკვეთრად განსხვავდება. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი

სამსახური დღეს კონკურენტულ გარემოს და დინამიკურ სამუშაოს გულისხმობს.

დამსაქმებლები კი თქვენგან მცირე რესურსით ბევრს

მოელიან. ახალ სამსახურში გასვლამდე ეს კარგად გაიაზრეთ.

გაარკვიეთ, ვინ ქმნის სამსახურში ამინდს

აუცილებელია იმის გარკვევა, თუ ვინ არის სამსახურში წარმატებული და

წამყვანი ფიგურა. ეს არის ხალხი გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით,

კრეატიული გენიოსები, უტყუარი ალღოს მქონე მენეჯერები.

სამსახურში ყველა მათზე საუბრობს. დააკვირდით ამ

ხალხის მუშაობის მანერას და შეეცადეთ,

მათი სტილი საკუთარი პროდუქტიულობის ასამაღლებლად გამოიყენოთ.

ნათლად განსაზღვრეთ თქვენი მოვალეობები

მას შემდეგ, რაც ახალ სამუშაოს ოფიციალურად შეუდგებით, შეეცადეთ

უფროსთან პირისპირ დაჯდეთ და დეტალურად განიხილოთ თქვენზე

დაკისრებული მოვალეობები. შეხვედრამდე ფურცელზე დაწერეთ, თქვენ

როგორ გესმით თქვენი პასუხისმგებლობა ახალ სამსახურში და შემდეგ

საკითხები სათითაოდ შეათანხმეთ მასთან. შეხვედრიდან გამოსულმა უნდა იცოდეთ კონკრეტული პასუხები კითხვებზე:

რა არის კომპანიის ძირითადი მისია და თქვენს განყოფილებას მის შესრულებაში რა როლი ეკისრება?

სამსახურის წინაშე მდგარი რა გამოწვევები საჭიროებს დაუყოვნებელ

ქმედებას?

რა კრიტერიუმებით შეფასდება თქვენი პროდუქტიულობა?

შეისწავლეთ ორგანიზაციის კულტურა

ახალ სამსახურში პირველი კვირა დაუთმეთ იმ დაუწერელ წესებზე

დაკვირვებას, რომლებიც კომპანიის მუშაობას განსაზღვრავს.

პირველ დღეს დაგეგმილზე ადრე გამოცხადდით

და სხვებზე გვიან დატოვეთ ოფისი იმის გასარკვევად, თუ ვინ რა

გრაფიკით დადის სამსახურში.

მიაქციეთ ყურადღება, როგორი სახის კომუნიკაციას ამჯობინებენ

თანამშრომლები: წერილობით, პირად, მეილით, ტელეფონით

თუ სხვა. დააკვირდით ჩაცმის სტილს, შესვენების საათს.

ახალ წესებს უნდა მიეჩვიოთ.

ნუ შეეცდებით სიტუაციაში რადიკალური ცვლილებების შეტანას

სანამ ახალ თანამშრომლად ითვლებით, თქვენი

იდეები თქვენთვისვე დაიტოვეთ. რადიკალური

ცვლილებების მცდელობა იმ თანამშრომლებისგან გაგაუცხოებთ,

რომელთა დახმარებაც სამომავლოდ დაგჭირდებათ.

არ ისაუბროთ საკუთარ ხელფასზე

არასდროს არავის უთხრათ რამდენს გიხდიან და არავის დაუსვათ

მსგავსი შეკითხვა. ეს საქმიან წრეებში არაპროფესიონალურ

ნაბიჯად ითვლება. თქვენი ხელფასი მხოლოდ უფროსისა და ადამიანური რესურსების განყოფილების საქმეა.

აჰყევით მუშაობის ტემპს და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს

თუ თქვენი სამუშაო ისეთი ტექნოლოგიების ცოდნას მოითხოვს, რასთანაც

აქამდე შეხება არ გქონიათ, არასამუშაო საათები ამ

უნარების დახვეწაში გაატარეთ.

მადლობა გადაუხადეთ იმ ადამიანებს, რომლებიც სამსახურის პოვნაში

დაგეხმარნენ

სამსახურის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში, გამოყავით დღეში 15 წუთი იმისთვის,

რომ მადლობა გადაუხადოთ ყველას, ვინც რაიმე სახით დაგეხმარათ ამ პოზიციის დაკავებაში.

მოკლედ უამბეთ ახალი სამსახურის შესახებ და აღნიშნეთ მათი წვლილი თქვენს წარმატებაში.

ამ, ერთი შეხედვით, უბრალო ჟესტს თქვენი ნაცნობები აუცილებლად

დააფასებენ.

იყავით მზად ახალი შესაძლებლობებისთვის

შეამზადეთ საკუთარი თავი, რომ ახალმა სამსახურმა შესაძლოა არ

გაამართლოს და კვლავ სამუშაოს ძებნა მოგიხდეთ. შეინარჩუნეთ

კავშირი რეკრუტერებთან და ნეთვორქინგის პირებთან. ყურადღებით

ადევნეთ თვალი თქვენი კომპანიის საქმიანობას, რათა ადრეულ

ეტაპზევე შეიტყოთ, უმუშევრად დარჩენა ხომ არ გემუქრებათ.

ნაწყვეტი გამომცემლობა "პაალიტრა L"-ის წიგნიდან "სამუშაოს ძებნა მარტივად".

http://www.palitral.ge/?option=com_catalog&view=item&bookid=1741&Itemid=618