2017 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბოლო აუქციონი 16 აგვისტოს გაიმართა. სადაც 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 37 170 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9,250%, მაქსიმალური - 9,900%, ხოლო საშუალო შეწონილი 9,410%.