აბასთუმნის ტყეში ხანძარია

აბასთუმნის ტყეში ხანძარია.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ერთვება ვერტმფრენიც.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.