„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში, ბაბექის ქუჩაზე კიდევ ერთი ფილიალი გახსნა

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში, ბაბექის ქუჩაზე, კიდევ ერთი ფილიალი გახსნა.

როგორც ”თეგეტა მოტორსი”  იუწყება, აღნიშნული ფილიალი წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტით და სერვისით, რომელიც ძირითადად მოემსახურება საცალო მომხმარებელს.

”Aztech & Tegeta Motors ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

”თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია ქართულ ბაზარზემოღვაწეობს და არის Groupauto International-ის ოფიციალური წევრი და იგი წარმოადგენს მსოფლიოში წამყვანი, 300-მდე ბრენდის უმსხვილეს იმპორტიორს, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით“, -ნათქვამია ”თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.