ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, 19:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე საღამოს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.