2017 წლის დასაწყისიდან განვითარებადი ქვეყნების ვალუტის ინდექსი MSCI Emerging Market Currency Index 4,1%-ით გაიზარდა და 1631,39 პუნქტი შეადგინა. ეს მაქსიმალური დონეა 2014 წლიდან.
Bloomberg-ის მონაცემებით, განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გამყარებისა და დოლარის შესუსტების წყალობით, ინვესტორებმა, რომლებმაც ვალუტის კალათა შეიძინეს MSCI Emerging Market Currency-დან და მოკლე პოზიციები ეკავათ, ამერიკულ ვალუტაში 2017 წელს დაახლოებით 10% მოიგეს.
Asas Capital-ის საინვესტიციო ფონდის დირექტორი, მატეინ ჰალიდი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში განვითარებადი ქვეყნების ვალუტები გაამყარებენ ზრდას, ვინაიდან ინვესტორები არ მოელიან აშშ-ში და ევროპაში საპროცენტო განაკვეთების ზრდას.
მისი აზრით, იქედან გამომდინარე, რომ 2017 წელს ფედერალური სარეზერვო ფონდის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია, დოლარი საშუალოვადიან პერსპექტივაში დასუსტდება მსოფლიოს წამყვან ვალუტებთან მიმართებაში.
„ეს მწვანე შუქს აძლევს სპეკულატიურ ოპერაციებს განვითარებადი ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში“, - განმარტავს მატეინ ჰალიდი.