მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ რეაბილიტაცია 523 215 ლარი დაჯდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დამბა“ რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა.
2017 წელსვე კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება - „ვარკეთილისა“ და“ ავლაბრის“. ვარკეთილში სადგურის აღდგენით-გამაგრებით სამუშაოებს შპს „ყვარელრემმშენი“ აწარმოებს. ამისათვის ბიუჯეტიდან 347 852 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება მეტროსადგურ „ავლაბარს“, მისი გამაგრება და განახლება 580 328 ლარი ჯდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი „აბსოლუტპლუსია“.
განახლებული „ახმეტელის თეატრი“ დღეს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დაათვალიერა და განაცხადა, რომ ის ახლა ბევრად უფრო მოწესრიგებული, ლამაზი და უსაფრთხოა.