მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ყველა საბაგიროდან, რომელიც ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო გაითიშა, დამსვენებლები ჩამოყვანილია.
როგორცს კომპანიაში აცხადებენ, ხალხის საბაგიროებიდან ჩამოყვანა მაშველების დახმარებით მოხდა.
ამასთან, მათივე განმარტებით, ისინი, ვინც სურვილი გამოთქვეს, დასახლებულ პუნქტამდე მანქანით თავად კომპანიის თანამშრომლებმა მიიყვანეს, თუმცა დამსვენებლების ნაწილი ფეხით ჩამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო საბაგიროები გაითიშა, რის გამოც დამსვენებლების ნაწილი გონდოლებში დარჩა და გადმოსვლას ვერ ახერხდება.