პეკინისა და ბახტრიონის კუთხეში მდებარე ბუკიას ბაღში, ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი დამონტაჟდა, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.
მათი ცნობით, მოქალაქეებს საკუთარი მობილური ტელეფონების და სხვადასხვა მოწყობილობების დამუხტვა უკვე ადგილზევე შეეძლებათ.
დამტენის ფუნქციით აღჭურვილი სკამი ბუკიას ბაღში საბურთალოს რაიონის გამგეობასა და შპს SOLARTIA GROUP-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დამონტაჟდა.