განათლება, სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, მომსახურება, დამამუშავებელი მრეწველობა - ეს საქართველოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროების ტოპ ხუთეულია.
ბოლო ათ წელიწადში ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანთა ანაზღაურება რამდენჯერმეა გაზრდილი, თუმცა სხვა სფეროებში მომუშავეებთან შედარებით, აქ დასაქმებულთა ანაზღაურება საგრძნობლად დაბალია.
ჩამონათვალიდან ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროში დასაქმებულთ აქვთ - თვეში საშუალოდ 563 ლარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ეს თანხა დაახლოებიოთ იმდენივეა, რამდენიც გასულ წელს. თუმცა, მაგალითად 2007 წელს განათლებაში დასაქმებულის საშუალო თვიური შემოსავალი 149 ლარი იყო.
მეორე ადგილზე სოფლისა და სატყეო მეურნეობაა. აქ მოქალაქეებს თვეში საშუალოდ 657 ლარი აქვთ. ათი წლის წინ კი 144 ლარს იღებდნენ. მას სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი მოსდევს, სადაც მომუშავეების შემოსავალი 740 ლარს უტოლდება. 2007 წელს ეს თანხა - 647 ლარს შეადგენდა.
მეოთხე ადგილს მომსახურების სფერო იკავებს 781 ლარით (2007 წელს - 220 ლარი), ხოლო მეხუთეს დამამუშავებელი მრეწველობა 826 ლარით (2007 წელს - 235 ლარი).