ბათუმის მერია: ”ბათუმის ავტოტრანსპორტის“ გასხვისება არ იგეგმება“

ბათუმის მერია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

მერიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია შეღავათიანი ფასებით მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაზეა ორიენტირებული და მის სამომავლო გეგმებში საწარმოს გასხვისება არ განიხილება.

ქალაქის მთავრობის ინფორმაციით, „ბათუმის ავტოტრანსპორტის" მთავარი მიზანი საწარმოს განვითარებაა, რაც გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი.

ორგანიზაციის განვითარების კონცეფციის საზოგადოებისთვის წარდგენას შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში გეგმავს.

შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ გასხვისებასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.