აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრშია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, აქედან გამომდინარე, ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე არ არსებობს.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები აბასთუმნის ტყეში ინტენსიურად მიმდინარეობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ასევე ერთი ქართული ვერტმფრენი. როგორც ცნობილია, დღეს დილიდან მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის.
ამასთან, საქართველოში სტიქიის აღმოსაფხვრელად ჩამოფრინდება უკრაინული თვითმფრინავი. აბასთუმნის გასასვლელში მოწყობილია საგანგებო შტაბიც.