ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 949 ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტორს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 21-27 აგვისტოს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 949 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2767 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 98 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 74 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 777 შემთხვევა.