შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმნის ტყეში არსებული ვითარების თაობაზე ფოტო და ვიდეო-კადრებს ავრცელებს. კადრები ვერტმფრენიდანაა გადაღებული, საიდანაც ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო.
აბასთუმნის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ამ დრომდე უცნობია, რა მასშტაბზეა ცეცხლი გავრცელებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს ავიაციით უკრაინა და თურქეთი დაეხმარებიან.