თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს , - ამის შესახებ ხანძრების გაჩენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე.
"გამოძიება ყოველთვის მუშაობს ყველა ვერსიაზე. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს... მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ",- განაცხადა მინისტრმა.