დღეს და ხვალ, თბილისი-გორი, გორი-თბილისის მიმართულებით დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით.
სამუშაოები, 30 აგვისტოს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე თბილისი-გორის მიმართულებაზე განხორციელდება, ხოლო 31 აგვისტოს - გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.